Sky Sports  - სანეს ბუნდესლიგაში დაბრუნების პერსპექტივა არ ხიბლავს
Aa
Aa

Sky Sports - სანეს ბუნდესლიგაში დაბრუნების პერსპექტივა არ ხიბლავს

მიუნხენის "ბაიერნი" ზაფხულში მთელი რიგი რეფორმების გატარებას გეგმავს. "რეკორდმაისტერი" ფრანკ რიბერისა და არიენ რობენის შემცლელებს ეძებს და რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას აპირებს.

გერმანულმა გუნდმა თვალი პაულო დიბალას და ლეროი სანეს დაადგა. ეს უკანასკნელი "მანჩესტერ სიტის" ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება და უცხოური მედია მას "ალიანც არენაზე" გადასვლას უწინასწარმეტყველებდა, თუმცა ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

Sky Sports-ის ცნობით სანე გერმანიაში დაბრუნების პერსპექტივით მოხიბლული არ გახლავთ და ბუნდესლიგაში თამაშს "მანჩესტერ სიტიში" დარჩენას ამჯობინებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად "რეკორდმაისტერი" დანებებას არ აპირებს და 23 წლის გერმანელის გადასაბირებლად მაქსიმუმს გააკეთებს. ბავარიელები სანეს რობენისა და რიბერის იდეალურ შემცვლელად მოიაზრებენ და იმედი აქვთ მის დაყოლიებას მოახერხებენ.

შეგახსენებთ, რომ ლეროის გასხვისება არც "მანჩესტერ სიტის" სურს. "ქალაქელები" მზად არიან გერმანელი შემტევის აგენტებს შეხვდნენ და მათ საბოლოო წინადადებით მიმართონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები