დელ ბოსკე:
Aa
Aa

დელ ბოსკე: "ერთ დღეს ანელკა გასახდელში შემოვიდა, მან გვითხრა..."

ლეგენდარულმა ესპანელმა მწვრთნელმა დელ ბოსკემ მადრიდის ''რეალში'' ნიკოლა ანელკასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა. 2010 წლის მუნდიალის გამარჯვებულმა ფრანგი ფორვარდის შესახებ გადაცემა Idolos-ში სტუმრობისას ისაუბრა.

ნიკოლა ანელკამ ''სამეფო კლუბში'' ერთი სეზონი გაატარა და 2000 წლის ზაფხულში ესპანური გრანდიდან ფრანგულ პსჟ-ში გადავიდა.

დელ ბოსკე:''ანელკას სატრანსფერო თანხა საკმაოდ დიდი იყო. მის ტრანსფერში ''რეალმა'' 5 მილიონი ევრო დახარჯა და ანელკამ, როგორც ვარსკვლავმა კონტრაქტს ხელი მოაწერა.

ერთ დღეს ანელკა გასახდელში შემოვიდა, მან გვითხრა, რომ მისი წარმატებით ბედნიერები არ ვიყავით. ანელკას თქმით მის გოლებს არ ვზეიმობდით. მან ვარჯიშზე უარი თქვა. შემდგომში რამდენიმე ვარჯიში გააცდინა და კლუბმა ფინანსურად დასაჯა.''

ფლორენტინო პერესის გუნდში მოსვლის შემდეგ პირველი ფორმაციის ''გალაქტიკოში'' ანელკა ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

დელ ბოსკე ამ პერიოდის ''რეალის'' სავარჯიშო პროცესს იხსენებს:''სავარჯიშო პროცესი სრულყოფილად ყოველგვარი არეულობისა და პრობლემების გარეშე იმართებოდა ხოლმე. სამწვრთნელო შტაბის წევრები ფეხბურთელებს არ ვაწუხებდით, მათდამი ყურადღებიანნი და ტოლერანტულები ვიყავით, თუმცა ამავე დროს მათგან ბევრს ვითხოვდით.''

დელ ბოსკემ მესის შესახებაც ისაუბრა, ესპანელი სპეციალისტის თქმით ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ცდილობდა ლიონელ მესი ესპანეთის ნაკრებში თამაშზე დაეთანხმებინა: ''ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ცდილობდა, რომ მესის ესპანეთის ნაკრებში ეთამაშა, რაშიც ჟინეს მელენდესმა და სხვებმა დამარწმუნეს. მათ გააზრებული ჰქონდათ, რომ მიზნის მისაღწევად ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ.

მოერგებოდა მესი ესპანეთის ნაკრებს? რა თქმა უნდა. დაბალი დონის ფეხბურთელების გუნდის სისტემასთან მორგება უარყოფითი პროცესია, თუმცა ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზე ვსაუბრობთ და ასეთი მოთამაშის გუნდისთვის მორგება არასდროსაა რთული. ამას ვერავინ უარყოფს.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები