Aa
Aa

ფაჩულია ბითაძეზე:''თავის თავს მისცა NBA-ში თამაშის შანსი იქ, სადაც ყველაფერი ბიზნესი და მარკეტინგია''

''დეტროიტის'' კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ ქართველი ტალანტის, გოგა ბითაძის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით გოგას ყველაფერი წინ აქვს და მან თავისი შრომით NBA-ში თამაშის შანსი მიიღო.

ბითაძის შესახებ ფაჩულიამ აჭარის ტელევიზიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

ზაზა ფაჩულია:''რამდენიმე წელია გოგას თამაშს თვალს ვადევნებ. უპირველესად ის ფაქტი მახარებს, რომ მას ყოველწლიურად პროგრესი აქვს. მან ბევრი იშრომა და ივარჯიშა, თავის თავს მისცა NBA-ში თამაშის შანსი, რაც ძალიან მაგარი მომენტია, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია, ეს ზღვაში წვეთია, წარმატებას ლიმიტი არ აქვს, რაც მინდა გოგამ და ყველა ახალგაზრდამ გაითვალისწინოს.

კარგად ვიცი სად მიდის გოგა, ამ ყველაფრის შემდეგ ყველა გამოწვევები და სირთულეები დაიწყება. ყოველთვის ვამბობ, რომ მოხვედრაზე უფრო რთული ადგილის შენარჩუნებაა. რაც მეტი მოთამაშე გვყოლება NBA-ში მით უკეთესია. ყველაფერი მარკეტინგი და ბიზნესია, NBA-ში ასეა. ქართველებს გვერდში დგომა და გულშემატკივრობა არ გვეშლება.''

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები