Aa
Aa

დე ლიხტი "მანჩესტერში"?

„აიაქსის“ ამომავალი ვარსკლავის, მატიის დე ლიხტის სამომავლო გეგმების შესახებ დაზუსტებით არაფრის თქმა შეიძლება. 19 წლის ჰოლანდიელი ამსტერდამს აუცილებლად დატოვებს მაგრამ კარიერას სად გააგრძელებს არავინ იცის.

„ღვთის შვილების“ კაპიტნის შეძენით ევროპული ფეხბურთის რამდენიმე გრანდია დაინტერესებული. დე ლიხტის ტრანსფერის გაჩარხვის ყველაზე დიდი შანსი კატალონიის „ბარსელონას“ აქვს. „ბლაუგრანამ“ მისი თანაგუნდელი, ფრენკი დე იონგი გადაიბირა და „კამპ ნოუს“ ბინადრების მესვეურები დარწმუნებულები არიან, რომ დე ლიხტის დაყოლიებასაც მოახერხებენ.

„ბარსას“ კონკურენციას „მანჩესტერ იუნაიტედი“ უწევს. ოლე გუნარ სულშერი ცენტრალური დაცვის გაძლიერებას გეგმავს და მისი ერთ-ერთი სამიზნე „აიაქსის“ 19 წლის უკანახაზელია. ესპანური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით „წითელი ეშმაკები“ მატიისთან კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ და სოლიდური წინადადებითაც მიმართეს.

„მანჩესტერი“ მზადაა დე ლიხტს გრძელვადიანი ხელშეკრულება გაუფორმოს და ანაზღაურების სახით წელიწადში 12.3 მილიონი ფუნტი გადაუხადოს. Sport-ის მიხედვით „იუნაიტედს“ „აიაქსის“ კაპიტნის გადაბირების დიდი შანსი აქვს. 19 წლის უკანახაზელის აგენტი მინო რაიოლა გახლავთ, რომელიც პრიორიტეტს „ოლდ ტრაფორდს“ ანიჭებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები