Aa
Aa

ზედიზედ მესამე! "ტორონტო" დაწინაურდა

„ტორონტო რეპტორზი“ სუპერფინალს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. გამთენიისას კანადელებმა სენსაცია გამოაცხვეს და „მილუოკი ბაქსი“ ზედიზედ მესამედ დაამარცხეს.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის ბედი მეოთხე მეოთხედში გაირკვა. გადამწყვეტი პერიოდი „ტორონტოს“ კარნახით წარიმართა და საბოლოოდ ნიკ ნერსის ბიჭებმა 105-99 იმარჯვეს.

„რეპტორზს“ ტრადიციულად კავაი ლეონარდმა ულიდერა. 27 წლის მსუბუქი ფორვარდი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო გახლდათ და 35 ქულა, 7 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა გაიფორმა. ლეონარდის გარდა 21 ქულით ფრენკ ვანვლიტი გამოირჩა. კაილ ლოურიმ თავი 17 ქულას მოუყარა. პასკალ სიაკამმა კი ორმაგი დუბლი გაიფორმა - 14 ქულა, 13 მოხსნა.

„მილუოკის“ სუპერვარსკლავმა იანის ანტეტოკოუნმპომ 24 ქულა დააგროვა. ერიკ ბლედსოუმ აქტივში 20 ქულა ჩაიწერა. მალკომ ბროგდონმა შეხვედრა 18 ქულითა და 11 მოხსნით დაასრულა.

მიმდინარე სეზონში „მილუოკი“ ზედიზედ სამჯერ პირველად დამარცხდა. „ტორონტო“ კი „ფისერვ ფორუმზე“ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ სერიაში დაწინაურდა და 3-2-ს იგებს. კანადური გუნდის კალათბურთელები სუპერფინალის საგზურის დასაკუთრებას 26 მაისს შეეცდებიან, როცა „მილუოკის“ საშინაო არენაზე შეერკინებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები