კროოსმა
Aa
Aa

კროოსმა "რეალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

მადრიდის "რეალის" გერმანელმა ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, კლუბთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმადაც, ესპანეთის დედაქალაქში 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება.

მხარეებმა კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადეს და ამასთან დაკავშირებით, სპეციალური პრესკონფერენციაც მოაწყეს. 29 წლის კროოსის განცხადებით, ეს მისთვის ბოლო ხანგრძლივი კონტრაქტია, რადგან არ ფიქრობს, რომ ფეხბურთს მთლად 38 წლამდე ითამაშებს.

ტონი კროოსი "რეალის" შემადგენლობაში 2014 წლიდან თამაშობს, იგი "სამეფო კლუბს" მიუნხენის "ბაიერნიდან" შეუერთდა. გერმანელმა მოთამაშემ "ბლანკოსთან" ერთად 12 ტიტული მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები