ლობჟანიძის ულამაზესი გოლი
Aa
Aa

ლობჟანიძის ულამაზესი გოლი

დანიის სუპერლიგის ევროპა ლიგის ფლეი-ოფის ნახევარფინალში ''რანდერსისა'' და ''ორჰუსის'' შეხვედრის მე-15 წუთზე საბა ლობჟანიძემ ულამაზესი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

 

34-ე წუთზე ლობჟანიძის თანაგუნდელმა მეორე გოლი შეაგდო და ''რანდერსი'' წინ გავიდა. საბოლოოდ ''რანდერსმა'' 2:1 მოიგო. საპასუხო შეხვედრა 26 მაისს გაიმართება.

ლობჟანიძემ სასტარტო თერთმეტეულში ითამაშა და 77-ე წუთზე შეცვალეს.

მიმდინარე სეზონში დანიის რეგულარულ ჩემპიონატსა და ფლეი-ოფში ლობჟანიძემ საერთო ჯამში 35-ე მატჩში მერვე გოლი გაიტანა. ამ მატჩამდე ქართველი შემტევის ანგარიშზე 34 მატჩში შეგდებული 7 გოლი და 3 საგოლე პასი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები