ზედრამატული მატჩი ბათუმში: ხუთგოლიანი თრილერი და გამარჯვება დამატებულ წუთზე!
Aa
Aa

ზედრამატული მატჩი ბათუმში: ხუთგოლიანი თრილერი და გამარჯვება დამატებულ წუთზე!

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტურში ბათუმის ''დინამომ'' შინ ანგისას ბაზაზე თბილისის ''დინამო'' 3:2 დაამარცხა. ტრადიციულად ბათუმში შესანიშნავი საფეხბურთო გარემო იყო და ქომაგმა სანახაობრივი ფეხბურთი იხილა.

აღსანიშნავია, რომ ხუთივე გოლი ბათუმის ''დინამოს'' ფეხბურთელებმა გაიტანეს. ანგარიში 23-ე წუთზე ვალერიან თევდორაძემ პენალტის ნიშნულიდან გახსნა და მასპინძლები დააწინაურა.

 

35-ე წუთზე ლაშა ჩალაძის ბრწყინვალე გასროლა გოლით დასრულდა, სხვაობა ორ ბურთამდე გაიზარდა.

 

76-ე წუთზე გურამ ადამაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და თბილისურმა გუნდმა ანგარიში შეამცირა.

 

86-ე წუთზე ბრაზილიელმა ალეფ სანტოსმა ბურთი საკუთარ კარში შეაგდო და წონასწორობა აღდგა.

 

გია გეგუჩაძის გუნდს 3 ქულა მესამე დამატებულ წუთზე თორნიკე გაფრინდაშვილმა მოუტანა, რომელმაც გიორგი ჯანელიძის საგოლე გადაცემა გამოიყენა.

 

ბათუმის ''დინამოს'' პროგრესში გუნდის მთავარი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის წვლილი უდიდესია. გასულ სეზონში გეგუჩაძის ხელმძღვანელობისას აჭარულმა გუნდმა რანგით მეორე ლიგის გათამაშება მოიგო, მიმდინარე სეზონში კი 12 ტურის შემდეგ 25 ქულით კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას ლიდერობს 

გიორგი არჯევანიძისა და ბათუმის ''დინამოს'' პრესსამსახურის ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები