Aa
Aa

"პორტლენდი" არ ნებდება!

„ფილადელფიას“ მსგავსად რიგით მეექვსე თამაში „პორტლენდმაც“ მოიგო. დემიენ ლილარდმა და კომპანიამ „დენვერ ნაგეთსს“ შანსი არ დაუტოვეს და კოლორადოელებს 119 – 108 სძლიეს.

როგორც მოსალოდნელი იყო „ტრეილ ბლეიზერსს“ დემიენ ლილარდისა და სი ჯეი მაკკოლუმის დუეტმა ულიდერა. მათ ჯამში 62 ქულა ჩააგდეს. მატჩის გმირი კი როდნი ჰუდი გახდა. ამ უკანასკნელმა პლეიოფში კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და 25 ქულა გაიფორმა. ერთადერთი, ვინც ხსენებული ტრიოს გარდა 10 ქულიანი ნიშნული გადალახა ზაკ კოლინსია. 21 წლის ცენტრმა 14 ქულა დააგროვა.

„დენვერს“ პრობლემებს კვლავ სუსტი სათადარიგო სკამი უქმნის, რომელმაც თავი ვერც ამჯერად გამოიჩინა. „ნაგეთსის“ მეორე ხუთეულმა სულ რაღაც 13 ქულა გააკეთა. კოლორადოელთა მხრიდან კვლავინდებურად ნიკოლა იოკიჩმა გაიბრწყინა. სერბმა გუნდს 29 ქულა, 12 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა შესძინა. ჯამალ მიურეიმ შეხვედრა 24 ქულით დაასრულა. პოლ მილსეპი კი 17 ქულას დასჯერდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები