ვადამდელი არჩევნები
Aa
Aa

ვადამდელი არჩევნები "ბარსელონაში"? - "ჩვენ ამას მაინც გავაკეთებთ!" ლაპორტა დაბრუნებას გეგმავს

"ბარსელონაში" სიტუაცია უკიდურესად არის დაძაბული და კლუბში დიდი ცვლილებებისთვის ემზადებიან.

თუ ამჟამინდელ ბორდს მწვრთნელის შეცვლა და რამდენიმე მოთამაშის გაშვება სურს, არის ისეთ ადამიანი ვისაც თავად პრეზიდენტი ბართომეუს გადაყენება და ყველაფრის თავიდან დაწყება უნდა.

ასეთი პიროვნება "ბლაუგრანას" ყოფილი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა გახლავთ.

55 წლის ლაპორტა "ბარსას" 2003-2010 წლებში ხელმძღვანელობდა და როგორც ჩანს, მას პოსტის დაბრუნება სურს.

"კლუბის ბორდს ამ ზაფხულისთვის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება არ სურს? ჩვენ ამას მაინც გავაკეთებთ!

მე ჩემს კანდიდატურას წამოვაყენებ, ასევე წარმოვადგენ ყველა იმ ადამიანს ვისაც კლუბის მოდელის აღდგენა სურს, ვისაც სურს კლუბმა ისტორიული დიდება დაიბრუნოს. თუ თქვენ ეს ყველაფერი გსურთ, მაშინ ხმა მე მომეცით!"

ლაპორტას პრეზიდენტობის დროს "ბარსელონამ" ლა ლიგის მოგება 4-ჯერ შეძლო. ჩემპიონთა ლიგას 2-ჯერ დაეუფლა, 1-ჯერ კოპა დელ რეის, 3-ჯერ ესპანეთის სუპერ თასს, 1-ჯერ ევროპის სუპერ თასსა და 1-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები