Aa
Aa

პოგბამ "რეალს" მოთხოვნები წაუყენა! "მანჩესტერმა" გამოსასყიდი თანხა დაასახელა

ზინედინ ზიდანი ზაფხულში შემადგენლობის გაძლიერებაზე დიდი ფინანსური რესურსის დახარჯვას გეგმავს. ფრანგ სპეციალისტს რამდენიმე სუპერვარსკლავის გადაბირება სურს. „ზიზუს“ ერთ-ერთი მთავარი სამიზნე პოლ პოგბაა.

26 წლის ნახევარმცველი „მანჩესტერში“ თავს არც თუ ისე კარგად გრძნობს და „ოლდ ტრაფორდზე“ დიდხანს დარჩენას არ აპირებს. პოგბას სამომავლო გეგმების შესახებ „წითელ ეშმაკებს“ ყველაფერი მშვენივრად მოეხსენებათ და მზად არიან სათანადო შეთავაზების შემთხვევაში ფრანგს გამოემშვიდობონ.

Telegraph-ის ცნობით „იუნაიტედი“ პოგბას სანაცვლოდ 160 მილიონ ფუნტს ითხოვს. მადრიდელები ამხელა თანხის გადახდას არ აპირებენ და სურთ 26 ფეხბურთელი 100 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადაიბირონ.

პოგბას ტრანსფერს სხვა გარემოებაც აბრკოლებს. Diario Gol-ის მიხედვით იგი „რეალში“ იმ შემთხვევაში გადავა, თუ „სამეფო კლუბი“ მის ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს. ესპანური გამოცემის თანახმად პოგბამ ფლორენტინო პერესთან შესახვედრად თავისი აგენტი, მინო რაიოლა გაგზავნა, რომელიც „ლოს ბლანკოსის“ ხელმძღვანელს ყველაფერს პირადად მოახსენებს.

როგორც ირკვევა ფრანგ ფეხბურთელს სურს წელიწადში ანაზღაურების სახით 24 მილიონი ევრო მიიღოს, პრესტიჟულ რაიონში იცხოვროს და კლუბმა ორი სუპერავტომობილი გადასცეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები