ალეგრი:
Aa
Aa

ალეგრი: "მესის მეექვსასე გოლი რონალდუს მოტივაციას მისცემს"

გასულ უქმეებზე კრიშტიანუ რონალდუმ "ინტერის" კარი აიღო და საკლუბო დონეზე თავისი მეექვსასე გოლი გაიფორმა. პორტუგალიელ სუპერვარსკლავს არც ლეო მესი ჩამორჩა, რომელმაც "ლივერპულთან" თავი დუბლით გამოიჩინა.

ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი დარწმუნებულია, რომ ეს ყველაფერ რონალდუსთვის მოტივაცია იქნება და მაქსიმუმს გააკეთებს რათა მესის გადაასწროს და ამავდროულად მიმდინარე სეზონში სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირის სტატუსი დაისაკუთროს.

იტალიელმა სპეციალისტმა თავისი შეგირდის შესახებ "ტორინოსთან" ჯახის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა: "მესი კრიშტიანუს დამატებით სტიმულს აძლევს. პარასკევს ტურინული დერბიში უნდა მივიღოთ მონაწილეობა და გუშინ ლეომ საკლუბო დონეზე თავისი მეექვსასე გოლი გაიტანა. დარწმუნებული ვარ არგენტინელის მიღწევა რონალდუს მოტივაციას მისცემს და იგი ყველაფერს გააკეთებს რათა მესის გადაასწროს. პორტუგალიელს სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირობაც სურს, ასე რომ".

"ბიანკონერის" "სკუდეტო" გარანტირებული აქვს. რაც შეეხება "ტორინოს", "გრანატა" ევროტურნირებზე მოსახვედრად იბრძვის და ქულების აღება ჰაერივით ესაჭირეობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები