ასპილიკუეტა ხუმრობს -
Aa
Aa

ასპილიკუეტა ხუმრობს - "მზად ვარ ჯარიმა მე გადავიხადო"

გუშინ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ უელსური „კარდიფის“ მთავარი მწვრთნელი, ნილ უორნოკი, ლონდონის „ჩელსისთან“ გამართული მატჩის შემდეგ მსაჯების გაკრიტიკების გამო 20 000 ფუნტი სტერლინგით დააჯარიმა.

„არისტოკრატებთან“ დაპირისპირებაში „კარდიფი“ მინიმალური სხვაობით იგებდა, თუმცა ძირითადი დროის დასრულებამდე 6 წუთით ადრე სეზარ ასპილიკუეტამ ანგარიში გაათანაბრა. ესპანელი უკანახაზელი აშკარა თამაშგარეში იმყოფებოდა, მაგრამ შეხვედრის არბიტრმა გოლი მაინც ჩათვალა და უელსელთა თავკაცი სწორედ ამან გააბრაზა.

ბრიტანულ გამოცემებთან საუბრისას ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ასპილიკუეტა გამოეხმაურა. „ლურჯების“ მცველმა მომხდარი გაიხსენა და ხუმრობით განაცხადა: „მზად ვარ უორნოკის ჯარიმა გადავიხადო. ამის შესახებ ნილს უახლოეს მომავალში დაველაპარაკები“.

„გოლი როცა გავიტანე ლაინსმენს გავხედე. მეგონა თამაშგარე მდგომარეობაში ვიყავი, მაგრამ მსაჯმა გოლი მაინც ჩათვალა, რამაც ძალიან გამახარა“.

„კარდიფი“ მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის, თუმცა სავარაუდოდ მიზნის მიღწევა ძალიან გაუჭირდება. უელსელები სატურნირო ცხრილის მე-18 ადგილს იკავებენ და „ბრაიტონს“ 4 ქულით ჩამორჩებიან. რაც შეეხება „ჩელსის“, „არისტოკრატების“ პროგრამა მაქსიმუმი ოთხეულში მოხვედრა და ევროპა ლიგაზე წარმატებით გამოსვლა გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები