Aa
Aa

NBA - მეორე რაუნდი

დენვერი - პორტლენდი 121 – 113

„სან ანტონიოს“ შვიდმატჩიან სერიაში დამარცხების შემდეგ „დენვერ ნაგეთსმა“ „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს“ პირველი მატჩი მოუგო. „ნაგეთსმა“ დამაჯერებლად იასპარეზა და კითხვის ნიშნები არ დაუტოვებია.

კოლორადოელების წარმატება ნიკოლა იოკიჩის დამსახურება გახლდათ. „სპურსის“ შემდეგ სერბი ცენტრი ვერც დემიენ ლილარდმა და კომპანიამ შეაჩერეს. იოკიჩმა ბრწყინვალედ იასპარეზა და გუნდს 37 ქულა, 9 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა შესძინა. ნიკოლას გარდა ჯამალ მიურეიც გამოირჩა, რომელმაც 23 ქულა და 8 ასისტი გაიფორმა. პოლ მილსეპმა და გერი ჰერისმა კი 19 და 11 ქულა დააგროვეს.

„პორტლენდს“ 39 ქულით დემიენ ლილარდმა ულიდერა. ენეს კანტერმა აქტივში 26 ქულა და 7 მოხსნა ჩაიწერა. როდნი ჰუდი კი 17 ქულას დასჯერდა.

ტორონტო - ფილადელფია 89 – 94

ჯოელ ემბიდის „ფილადელფიამ“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება დაისაკუთრა და საშინაო კედლების უპირატესობა დაიბრუნა. „სიქსერსის“ კალათბურთელებმა სულ 94 ქულა ჩააგდეს, მაგრამ მიზანს მაინც მიაღწიეს.

ბრეტ ბრაუნის ბიჭების გამარჯვება დიდწილად „ტორონტოს“ კალათბურთელებს საშინელი თამაშის დამსახურება გახლდათ. კავაი ლეონარდის, კაილ ლაურის და პასკალ სიაკამის გარდა თავი „რეპტორსის“ არცერთ მოთამაშეს არ გამოუჩენია. კანადელებმა ჯამში 89 ქულა ჩააგდეს და 76 სწორედ აღნიშნულმა ტრიომ მიითვალა.

რაც შეეხება „ფილადელფიას“, სტუმრებს 30 ქულით, 11 მოხსნით და 5 შედეგიანი გადაცემით ჯიმი ბატლერმა ულიდერა. ჯოელ ემბიდმა 12 ქულა დააგროვა. სათადარიგო სკამიდან შემოსულმა ჯეიმს ენისმა და გრეგ მონრომ 13 და 10 ქულა მიითვალეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები