პოგბამ
Aa
Aa

პოგბამ "მანჩესტერის" ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ "რეალთან" მოლაპარაკებების დაწყება სურს

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ნახევარმცველი, პოლ პოგბა, ზაფხულში "ოლდ ტრაფორდის" დატოვებას გეგმავს. როგორც გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Times იუწყება 26 წლის ფეხბურთელმა მანჩესტერულ დერბიში განცდილი მარცხის შემდეგ "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ "რეალთან" ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება სურს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ The Sun-მა საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა და განაცხადა, რომ პოგბას აგენტმა, მინო რაიოლამ, "მანჩესტერ იუნაიტედის" მესვეურებთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე გასამართი შეხვედრები გააუქმა.

როგორც ირკვევა პოგბა გასახდელში სერიოზულ პრობლემებს ქმნის და რამდენჯერმე თანაგუნდელების გაღიზიანებაც გამოიწვია. ფრანგმა ნახევარმცველმა "მანჩესტერის" ფეხბურთელებს უთხრა, რომ მისი აზრით კლუბს ბოლო შვიდი წლის განმავლობაში არანაირი პროგრესი არ განუცდია და სიტუაცია არც ოლე გუნარ სულშერის მეთაურობით შეიცვლება.

პოგბას გადაბირებით ყველაზე მეტად ზინედინ ზიდანია დაინტერესებული. "რეალს" შესაძლოა კონკურენცია "იუვენტუსმა" გაუწიოს, რომელიც ზაფხულში შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები