ნეიმარი:
Aa
Aa

ნეიმარი: "აზარის მხარდამხარ სიამოვნებით ვითამაშებდი"

"პარი სენ-ჟერმენის" სუპერვარსკლავს, ნეიმარს, ედენ აზარის მხარდამხარ თამაში ძალიან ხიბლავს. ზინედინ ზიდანის "რეალი" ორივე ფეხბურთელის ტრანსფერითაა დაინტერესებული და არსებობს ალბათობა (საკმაოდ მცირე, მაგრამ მაინც), რომ ბრაზილიურ-ბელგიური დუეტი ვიხილოთ.

ნეიმარმა ედენის შესახებ FOX SPORTS-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და განაცხადა: "აზარის მხარდამხარ სიამოვნებით ვითამაშებდი. მისი სტილი ჩემსას ძალიან ჰგავს. შეგვიძლია ვცადოთ! რატომაც არა?! დარწმუნებული ვარ მოწინააღმდეგე გუნდებს სერიოზულ პრობლემებს შევუქმნიდით".

ინტერვიუს დასკვნით ნაწილში ნეიმარმა კატალონიაში გატარებული პერიოდი გაიხსენა და "ბარსელონადან" წასვლის მიზეზებზე გაამახვილა ყურადღება: "ბარსელონა იმიტომ დავტოვე, რომ ახალ გამოწვევებთან მსურდა გამკლავება".

"ბლაუგრანა არის კლუბი, რომელიც მუდამ მაოცებდა და დღემდე მიყვარს, თუმცა იმ მომენტში მინდოდა რაღაც ახალი მეცადა".

"ბარსელონას" დატოვება ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. კლუბში დარჩენა რამდენჯერმე მთხოვეს და მეც ვყოყმანობდი. ასე რამდენიმე კვირა გავატარე, შემდეგ კი პარიზში წასვლა გადავწყვიტე".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები