ლეგენდარული ჯონ ჰავლიჩეკი გარდაიცვალა...
Aa
Aa

ლეგენდარული ჯონ ჰავლიჩეკი გარდაიცვალა...

გამთენიისას ამერიკულ პრესაში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. NBA.com-ის მიხედვით რამდენიმე საათის წინ "ბოსტონ სელტიკსის" ლეგენდარული მოთამაშე, ჯონ ჰავლიჩეკი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯერჯერობით გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ადგილობრივი გამოცემების მიხედვით ჯონი სავარაუდოდ პარკისონის დაავადებასთან ბრძოლაში დამარცხდა...

"სელტიკსმა" ჰავლიჩეკი 1962 წლის დრაფტის პირველ რაუნდში აირჩია. ჯონმა "ბოსტონთან" ერთად ჩემპიონობა რვაჯერ დაისაკუთრა და ფინალების MVP-ც გახდა.

ჰავლიჩეკი ყველა დროის საუკეთესო 50 კალათბურთელს შორის დაასახელეს და 1984 წლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. აღსანიშნავია, რომ "ოჰაიოსთან" ერთად, რომელიც კოლეჯის გუნდი გახლავთ, ჯონმა ჩემპიონობის მოპოვება მოახერხა.

NBA-ში ჰავლიჩეკმა 1270 შეხვედრა ჩაატარა და 26395 ქულა დააგროვა. "ბოსტონმა" მისი 17 ნომრიანი მაისური ხმარებიდან 1978 წელს ამოიღო...

მშვიდად განისვენე ჯონ!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები