12 წუთი, ერთი შეხება და 75000 ფუნტი
Aa
Aa

12 წუთი, ერთი შეხება და 75000 ფუნტი

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა ალექსის სანჩესმა „სიტის“ წინააღმდეგ მინდორზე 12 წუთი გაატარა და ბურთს ერთადერთხელ შეეხო. მიუხედავად ამისა, ჩილელმა დამატებით 75 000 ფუნტი დაისაკუთრა.

სანჩესი მოედანზე 83-ე წუთზე გამოვიდა და მატეო დარმიანი ჩაანაცვლა. 30 წლის ფეხბურთელს თავი არაფრით გამოუჩენია, თუმცა აღსანიშნავია, რომ გადაცემა, რომელიც შეასრულა ზუსტი გახლდათ! მინდორზე გატარებული დროის სანაცვლოდ კი 75 000 ფუნტი დაიბევა.

საქმე ისაა, რომ ჩილელის კონტრაქტის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით თუ ალექსისი პრემიერ ლიგის ან ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩში მონაწილეობას მიიღებს, მნიშვნელობა არ აქვს თამაშში სათადარიგო სკამიდან ჩაერთვება, თუ ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს, დამატებით თანხას დაისაკუთრებს.

ბუნებრივია სოციალურ ქსელებში ალექსისის „გმირობას“ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „მანჩესტერის“ ქომაგთა სამწუხაროდ, ისინი უახლოეს მომავალში ვერაფერს შეცვლიან.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში სანჩესმა „წითელი ეშმაკების“ მაისური 24 შეხვედრაში მოირგო და მეტოქე გუნდების კარის აღება მხოლოდ და მხოლოდ ორჯერ მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები