Aa
Aa
24 აპრილი 2019  |  23:24

წლის მატჩი "კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში"! 6 გოლი ბათუმში და "დინამოს" ბრწყინვალე "ქამბექი"!

"კრისტალბეთ ეროვნული ლიგის" მე-10 ტურში ბათუმშო საოცარი მატჩი გაიმართა. "დინამომ" "საბურთალოს" უმასპინძლა და 4:2 გაიმარჯვა.

შეხვედრა, რომ დიდებული გამოვიდა ეს პირველ რიგში ტრიბუნებზე მისული გულშემატკივარის დამსახურებაა. სრული ანშლაგის ფონზე ფეხბურთელებმა ბრწყინვალე სანახაობა შემოგვთავაზეს.

"საბურთალო" პირველ ტაიმში დიასამიძისა (7) და როლოვიჩის (18) გოლებით 2:0-ს იგებდა, თუმცა მასპინძლებმა "ქამბექის" შესრულება შეძლეს და ეს პირველივე ნახევარში მოხდა.

ვლადიმერ მამუჩაშვილმა (22, 25) დუბლი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ ჯოვინოს (37) პენალტის ნიშნულიდან გატანა ომარ მიგინეიშვილმა არ დაანება, თუმცა "დინამო" წინ მაინც გავიდა.

41-ე წუთზე ნიკა საბანაძემ საჯარიმოში აგრესიულად და აქტიურად იმოქმედა, მცველებს ორთაბრძოლა მოუგო და მიგინეიშვილს აუღებელი დაურტყა. გია გეგუჩაძის გუნდმა ტაიმი მოიგო.

მეორე ნახევარში გუნდები უფრო მეტად ფრთხილობდნენ და ეს ლოგიკურიც იყო.

საბოლოოდ, 59-ე წუთზე ბათუმელთა კონტრშეტევამ ყველაფერი დაასრულა. ქართულ-ბრაზილიური კომბინაცია საკმაოდ ლამაზი გამოდგა და გაბრიელ რამოსის გოლით დასრულდა.

ამრიგად, გია გეგუჩაძის გუნდმა დღევანდელი გამარჯვებით 22 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა. "საბურთალო" კი 21 ქულით მეორეა.

ზღაპრული გარემო

 

ბათუმი - "ანგისა".

დინამო (ბთ) - საბურთალო 4:2

გამოუყენებელი პენალტი: ჯოვინო ფლამარიონი (37)

დინამო (ბთ) (4-2-3-1): მიხეილ ალავიძე, გურამ ადამაძე, კიჭი მელიავა, მალხაზ გაგოშიძე, გიორგი ნავალოვსკი (ლაშა ჩალაძე 87), გიული მანჯგალაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, გიორგი ჯანელიძე (კ) (თორნიკე გაფრინდაშვილი 71), გაბრიელ რამოსი, ნიკოლოზ საბანაძე (ვალერიან თევდორაძე 82), ჯოვინო ფლამარიონი

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

საბურთალო (4-2-3-1): ომარ მიგინეიშვილი, გაგი მარველაშვილი (კ), ლუკა ლაკვეხველიანი, გრიგოლ ჩაბრაძე, დაჩი ცნობილაძე (თორნიკე გრიგალაშვილი 56), ლევან კაკუბავა, ლაშა შინდაგორიძე (ანტე გი 46), გიორგი დიასამიძე, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი კოხრეიძე (ბექა გვარაძე 62), ოგნიენ როლოვიჩი.

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

გოლები: 0:1 გიორგი დიასამიძე (7), 0:2 ოგნიენ როლოვიჩი (18), 1:2 ვლადიმერ მამუჩაშვილი (22), ვლადიმერ მამუჩაშვილი (25), 3:2 ნიკოლოზ საბანაძე (41), 4:2 გაბრიელ რამოსი (59).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები