კიელინი: ''იუვე'' ჩემი ოჯახია, ორი წლის შემდეგ ტექნიკურ პერსონალს შევუერთდები''
Aa
Aa

კიელინი: ''იუვე'' ჩემი ოჯახია, ორი წლის შემდეგ ტექნიკურ პერსონალს შევუერთდები''

ტურინის "იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგაზე ფიასკოს შემდეგ სერია ა-ში 37-ე ჩემპიონობა იზეიმა!

მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ფლორენციელებს 2:1 სძლია და სკუტედო ზედიზედ მერვედ მოიგო! დიახ, ეს რეკორდია! ტოპ 5 ლიგებს შორის აქამდე არცერთ გუნდს ზედიზედ რვაჯერ ჩემპიონატი არ მოუგია.

რეკორდსმენი გახდა კრიშტიანუ რონალდუც, რომელიც ისტორიაში პირველი მოთამაშეა, ვინც ინგლისის, ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

მატჩის შემდეგ ჯორჯო კიელინი იტალიურ მედიას ესაუბრა:''ფეხბურთს კიდევ ერთი ან ორი წელი ვითამაშებ, შემდეგ კი კლუბის ტექნიკურ პერსონალს შევუერთდები. ჩემთვის ''იუვენტუსი'' ოჯახია და როცა შემადგენლობის მიღმა ვარ,  მოედანზე მოთამაშე თანაგუნდელებთან ერთად განვიცდი სიხარულს თუ მწუხარებას. ამ კვირაში ძალიან იმედგაცრუებულნი ვიყავით, თუმცა ამჟამად ჩემპიონობას ვზეიმობთ. მიმდინარე სეზონში მოპოვებული გამარჯვებები და ქულათა უპირატესობა ჩვენი ღირსება და სათამაშო ხარისხის გამოვლინებაა.

როგორც გვიდოლინიმ თქვა ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება რამდენიმე ეპიზოდში წყდება. ჩვენ ჯერ კიდევ მწუხარებასა და სინანულში ვართ, მაგრამ ''იუვენტუსი'' ყოველწლიურად ვითარდება და წინ მიდის.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები