ბრაზილიელის ბრწყინვალე გოლები და შესანიშნავი საფეხბურთო ატმოსფერო
Aa
Aa

ბრაზილიელის ბრწყინვალე გოლები და შესანიშნავი საფეხბურთო ატმოსფერო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-9 ტურში ბათუმის ''დინამომ'' საკუთარ მოედანზე თბილისის ''ლოკომოტივი'' 2:1 დაამარცხა. 

ანგარიში სტუმრებმა მე-12 წუთზე გახსნეს, დავით უბილავას ჩაწოდების შემდეგ ოთარ კობახიძემ ანგარიში გახსნა. ამ ეპიზოდში ''დინამოს'' მცველები და მეკარე შეცდნენ.

32-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს, გაბრიელ რამოსის პასის შემდეგ ფლამარიონმა ერთ ფეხბურთელს გვერდი ტექნიკურად აუარა, შემდეგ კი კარისკენ ზუსტად დაარტყა და წონასწორობა აღდგა.

ფლამარიონის როგორც პირველი, ასევე მეორე გოლი საკმაოდ ეფექტური გამოვიდა. მეორე ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე გაფრინდაშვილის ჩაწოდების შემდეგ ბრაზილიელმა ფორვარდმა ერთი შეხებით კარისკენ ზუსტად დაარტყა და გუნდს 3 ქულა მოუტანა.

22 წლის ჯოვინო ფლამარიონმა მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-5 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 4 გოლია.

 

ბათუმის ''დინამოს'' მცველი გიორგი ნავალოვსკი მეტოქის ოთხი ფეხბურთელის გარემოცვაში

ფოტო: ბათუმის ''დინამოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები