MARCA -
Aa
Aa

MARCA - "რეალი" აზარის ტრანსფერს უახლოეს დღეებში დაადასტურებს

MARCA-ს ინფორმაციით მადრიდის "რეალი" "ჩელსის" სუპერვარსკლავის, ედენ აზარის, გადაბირებასთან ძალიან ახლოსაა. როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა იტყობინება "სამეფო კლუბის" წარმომადგენლები ბელგიელი შემტევის ტრანსფერს უახლოეს დღეებში დაადასტურებენ.

ზინედინ ზიდანის გუნდში დაბრუნების შემდეგ აზარი "ლოს ბლანკოსის" მთავარი სამიზნე იყო. ედენი მესამე ფეხბურთელი გახდება, რომელიც წელს მადრიდელებმა გადაიბირეს. მოგეხსენებათ აქამდე "სანტიაგო ბერნაბეუს" მკვიდრებმა ედერ მილიტაუ და ბრაზილიელი ვუნდერკინდი, როდრიგო გოეში, შეიძინეს.

გავრცელებული ინფორმაციით "რეალი" აზარის სანაცვლოდ 85 მილიონ ფუნტს გადაიხდის. შეგახსენებთ, რომ 28 წლის ფეხბურთელს დიდი ხანია "სტემფორდ ბრიჯის" დატოვება სურს. "არისტოკრატები" მასთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, თუმცა ედენის დაყოლიება ვერ მოახერხეს.

"სამეფო კლუბი" ზაფხულში გუნდის გასაძლიერებლად სერიოზული თანხების დახარჯვას აპირებს. "ლოს ბლანკოსი" აზარის გარდა პოლ პოგბას, კრისტიან ერიქსენის, მატიას დე ლიხტის და დონი ვან დე ბეეკის შეძენას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები