ფერგიუსონი
Aa
Aa

ფერგიუსონი "ლივერპულის" ჩემპიონობას პროგნოზირებს

მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის ჩემპიონობისთვის ნამდვილი ომია გაჩაღებული. სანუკვარი თასის დასასაკუთრებლად იურგენ კლოპის „ლივერპული“ და პეპ გუარდიოლას „მანჩესტერ სიტი“ იბრძვიან. ამჟამად პირველ ადგილს „მერსისაიდელები“ იკავებენ და უშუალო კონკურენტს 2 ქულით უსწრებენ, თუმცა „ქალაქელებს“ ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

პრემიერ ლიგის ტრიუმფატორის ვინაობა ბოლო ტურებში გაირკვევა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელს, სერ ალექს ფერგიუსონს კი სჯერა, რომ ჩემპიონობას გერმანელი სპეციალისტის შეგირდები დაიბევებენ. ლეგენდარული შოტლანდიელი თვლის, რომ „სიტი“ ქულებს 24 აპრილს გასამართ მანჩესტერულ დერბიში დაკარგავს.

ფერგიუსონის პროგნოზი ბრიტანულ პრესას ჯონათან უოლტერსმა ამცნო, რომელმაც BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ფილ ბერდსლისთან შემდგარი დიალოგი გაიხსენა, სადაც ამ უკანასკნელმა ფერგიუსონის წინასწარმეტყველება გაანდო.

„სიტის“ ურთულესი კალენდრის გათვალისწინებით გამორიცხული არაა სერ ალექსის პროგნოზი ახდეს. პეპ გუარდიოლას შეგირდები ხვალ ჩემპიონთა ლიგაზე „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდებიან. შემდეგ „დეზებს“ პრემიერ ლიგის ეგიდით გაეჯიბრებიან და 24 აპრილს „ოცნებათა თეატრზე“ ჩავლენ, სადაც „წითელ ეშმაკებს“ შეერკინებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები