ერერამ პსჟ-სთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა!
Aa
Aa

ერერამ პსჟ-სთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა!

სეზონის დასრულების შემდეგ ანდერ ერერა "მანჩესტერ იუნაიტედს" დატოვებს და კაერიერას პსჟ-ში გააგრძელებს.

ბასკმა ნახევარმცველმა პარიზელებთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა. ერერა კვირაში 200 ათას ფუნტს მიიღებს და ფრანგულ კლუბთან 3 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

"მანჩესტერში" ის კვირაში 80 ათასს გამოიმუშავებს. ზაფხულში ერერა თავისუფალი აგენტი ხდება და პსჟ მას ხელში სრულიად უფასოდ ჩაიგდებს.

თავად ერერას "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენა სურდა, თუმცა კლუბთან კონტრაქტზე შეთანხმებას ვერ მიაღწია და პარიზელებთან მისი მოლაპარაკების მიზეზიც სწორედ ეს გახდა.

29 წლის ანდერ ერერამ "წითელი ეშმაკების" მაისური 2014 წელს მოირგო. "მანკუნიანელთა" რიგებში მან 187 შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე 20 გოლი და 27 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები