ყატარელებს
Aa
Aa

ყატარელებს "პსჟ"-ს შემდეგ იტალიური გუნდის შეძენაც სურთ - მოლაპარაკებები იწყება

ფრანგული "პსჟ"-ს მფლობელი კომპანია Qatar Sports Investments-ი ამჯერად "რომას" შეძენით ინტერესდება.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, რომაელებმა შეთავაზება უკვე მიიღეს - 400 მილიონი ევრო.

L’Équipe-მა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ "რომამ" დაინტერსება დაადასტურა და მოლაპარაკებების გამართვის სურვილი გამოთქვა.

როგორც ხედავთ საქმე სერიოზულად არის უახლოეს მომავალში უფრო კონკრეტულ ინფორმაციას უნდა ველოდოთ.

როგორც მოგეხსენებათ, "რომას" სპონსორი ასევე ყატარული ავიაკომპანია Qatar Airways-ი გახლავთ.

რთული სათქმელია თუ რამდენად არის ეს ყველაფერი ფეხბურთისთვის კარგი... რაც "პსჟ"-ს ირგვლივ ხდება ყველას კარგად მოეხსენება. ფაქტია, რომ ყატარელი მულტიმილიარდერები "სუფთად არ თამაშობენ" და უეფას მათთან ბევრი კითხვა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები