Aa
Aa

"რეალის" მზაკვრული გეგმა: ზეწოლა "ჩელსიზე" აზარის საშუალებით

მადრიდის „რეალი“ ედენ აზარის სანაცვლოდ მოთხოვნილი 100 მილიონი ფუნტის გადახდას არ აპირებს, თუმცა გეგმავს, რომ ბელგიელ ფეხბურთელს თავისი ოცნების ასასრულებლად ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდოს.

აზარის გადაბირება ევროგრანდებს უკვე წლებია სურთ, 2019 წლის ზაფხულში კი მის ხელში ჩასაგდებად „რეალი“ იბრძოლებს, რომელიც რონალდუს წასვლით გამოწვეული სიცარიელის შევსებას შეეცდება.

მიუხედავად უდიდესი სურვილისა, „რეალი“ „ჩელსის“ მიერ მოთხოვნილ თანხას არ გადაიხდის და მოლაპარაკებებისას ლონდონელთა დირექტორ მარინა გრანოვსკაიაზე ზეწოლის მოხდენას აზარის საშუალებით შეეცდება.

მადრიდელები გეგმავენ, რომ ბელგიელ ფეხბურთელს თავის ამჟამინდელ კლუბზე ზეწოლა დაავალონ, რათა „ჩელსიმ“ „სამეფო კლუბის“ წინადადება მიიღოს.

აზარის შეძენა 100 მილიონ ფუნტად არის შესაძლებელი. იქედან გამომდინარე, რომ „რეალი“ ზაფხულში თითქმის ნახევარი გუნდის გაშვებას და მათი შემცვლელების შეძენას გეგმავს, გასაგებია თუ რატომ აქვთ მათ ასეთი მცდელობა.

ნებისმიერ შემთხვევაში, ზიდანის ვარსკვლავური სიიდან თეთრი მაისურის მორგების ყველაზე დიდი შანსი მაინც აზარს აქვს.

ასეთმა მიდგომამ შესაძლოა „სამეფო კლუბს“ მოლაპარაკებები გაუწელოს, რაც სატრანსფერო ბაზარზე სასურველი არასდროსაა და კარგად იშვიათად სრულდება.

„რეალს“ ბელგიელის რაც შეიძლება მალე გაფორმება სურს, რომ შემდეგ მთელი ყურადღება პოლ პოგბაზე გადაიტანოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები