ხარაბაძის საგოლე პასი ციურიხულ დერბიში
Aa
Aa

ხარაბაძის საგოლე პასი ციურიხულ დერბიში

შვეიცარიის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში ლევან ხარაბაძემ ''ციურიხის'' მაისურით მე-10 მატჩი ჩაატარა და თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 

''ციურიხისა'' და ციურიხის ''გრასჰოპერსის'' დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა. დერბიში 30-ე წუთზე ხარაბაძის საგოლე გადაცემის შემდეგ გამბიელმა ასან სისეიმ ანგარიში გახსნა.

 

19 წლის ხარაბაძეს გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა მისი ძლიერი დარტყმა ''გრასჰოპერსის'' მეკარემ მოიგერია.

 

10-გუნდიან ჩემპიონატში ''ციურიხი'' 34 ქულით მე-5 ადგილზეა და მესამე ადგილზე მყოფ ''თუნთან'' სხვაობა ოთხ ქულას შეადგენს. შემდეგ ტურში ''ციურიხი'' ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერს, ''იანგ ბოიზს'' უმასპინძლებს.

ლევან ხარაბაძე შვეიცარიულ კლუბში მიმდინარე წლის დასაწყისში გადავიდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ''ციურიხის'' შემადგენლობაში ყველა ტურნირის ჩათვლით 13 მატჩი ჩაატარა. რაც შეეხება კონკრეტულად შვეიცარიის სუპერლიგას, ხარაბაძის ანგარიშზე 10 მატჩში გატანილი 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები