მესისთან მაისურის გაცვლის გამო 20 წლის ფეხბურთელს მოკვლით ემუქრებიან
Aa
Aa

მესისთან მაისურის გაცვლის გამო 20 წლის ფეხბურთელს მოკვლით ემუქრებიან

30 მარტს ლა ლიგაში კატალონიური დერბი შედგა, რომელიც "ბარსას" გამარჯვებით 2:0 დასრულდა. მატჩის გმირი ლეო მესი გახდა. არგენტინელმა დუბლი გაიფორმა.

შეხვედრის შემდეგ ლეოსთან მაისურის გასაცვლელად "ესპანიოლის" მოთამაშე ადრია პედროსა მივიდა. ეს ყველაფერი კამერებმა რა თქმა უნდა დააფიქსირეს.

ამ ფაქტს სოციალურ ქსელებში მალე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "ესპანიოლის" ფანები 20 წლის ფეხბურთელს მოკვლით დაემუქრნენ.

 

ერთ-ერთმა ესპანელმა ჟურნალისტმა ეს ფაქტი ჟერარ პიკეს დააბრალა, რომელმაც დერბიმდე სიტუაცია ძალიან დაძაბა და "ესპანიოლის" მისამართით რამდენიმე ირონიული ფრაზა გააჟღერა.

ჟურნალისტი: თქვენ ბევრი ფული გაქვთ?

პიკე: "ესპანიოლზე" მეტი ფული მაქვს.

ჟურნალისტი: "ესპანიოლის" ბიუჯეტი 57 მილიონ ევროს შეადგენს.

პიკე: არა, როგორც ჩანს მათ მეტი ჰქონიათ.

"ბარსელონამ" ბრალდება მალევე უარყო. კლუბის სპორტულმა დირექტორმა გილერმო ამორმა ამ ორ ფაქტს შორის კავშირი გამორიცხა.

"ნორმალური ფაქტია, როდესაც ფეხბურთელს მესისთან მაისურის გაცვლა სურს. ის ხომ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა. ამ ორ ფაქტს შორის არანაირი კავშირი არ შეიძლება არსებობდეს".

როგორც მოგეხსენებათ "ბარსელონასა" და "ესპანიოლს" შორის ურთიერთობა მუდამ დაძაბულია, თუმცა ბოლო წლებში ამ ყველაფერმა განსაკუთრებული ხასიათი მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები