Aa
Aa

"არ მგონია, რომ მომდევნო სეზონში პოგბა კვლავ "მანჩესტერში" დარჩეს"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი პოლ ინსი, რომელიც ამჟამად ჟურნალისტი გახლავთ თვლის, რომ მომდევნო სეზონში პოლ პოგბა "ოლდ ტრაფორდზე" აღარ ითამაშებს.

ყველასათვის ცნობილია, რომ პოგბას მიმართ ინტერესს მადრიდის "რეალი" იჩენს. ზიდანი თანამემამულით პირადად ინტერესდება.

გასულ ზაფხულს პოგბას გადაბირებით "ბარსელონაც" ინტერესდებოდა, თუმცა ამჟამად რადარზე მხოლოდ "რეალია".

პოლ ინსმა Manchester Evening News-სთან ფრანგი შუახაზელის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის პოგბას "მანჩესტერში" ვეღარ ხედავს.

"არსებობენ მოთამაშეები, რომლებმაც გუნდი უნდა დატოვონ და ეს იმისთვის გახლავთ საჭირო, რომ სულშერმა ახალი გუნდი ააწყოს, თუმცა არიან ფეხბურთელები, რომლებსაც წასვლა თავადვე სურთ და ჩემი აზრით ასეთი პირველ რიგში პოლ პოგბა გახლავთ.

თუ მწვრთნელს სურს, რომ მოთამაშე გუნდში დატოვოს, მაშინ მან ის ამაში უნდა დაარწმუნოს. სულშერს სურს, რომ გუნდი მის ირგვლივ ააწყოს, თუმცა პირადად მე მგონია, რომ გაისად პოგბა "მანჩესტერში" აღარ ითამაშებს.

ყოველთვის რთულია, როდესაც "რეალი" შენს კარზე აკაკუნებს. ვთვლი, რომ პოგბამ "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნების შემდეგ გუნდში ფეხი ჯერაც ვერ მოიკიდა. შესაძლოა სულშერის გადაწყვეტილებებმა და გეგმებმა ისეთი მოთამაშეები დააჯეროს, როგორებიც პოგბა და დე ხეა არიან. ესპანელი გოლკიპერი "ოლდ ტრაფორდზე" საუკეთესოა".

შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანმა რამდენიმე დღის წინ პოგბას შესახებ ისაუბრა და ერთ დღესაც მისი "რეალში" ხილვა არ გამორიცხა. ზიზუმ თქვა, როცა ის "მანჩსტერს" დატოვებსო და ეს "როცა" შესაძლოა ამ ზაფხულშივე დადგეს...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები