ბენ არფა:
Aa
Aa

ბენ არფა: "ფეხბურთი კვდება და ჩვენ იღბლიანები ვართ, რომ „ბარსელონა“ გვყავს"

„რენის“ ფრანგმა ფორვარდმა ჰატემ ბენ-არფამ France 3-თან თავისი მომავლის შესახებ ისაუბრა და თემას მოულოდნელად გადაუხვია.

ჰატემმა ფეხბურთის სანახაობრივ მხარეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის კვდება. ბენ-არფა „ბარსელონას“ მიმართ მადლიერებას გამოხატავს.

„მხოლოდ ღმერთმა იცის, ვიქნები თუ არა მომდევნო სეზონშიც „რენში“. ჯერ თავადაც არაფერი ვიცი.

ფეხბურთი, კონტროლი, ისინი („ბარსელონა“) ამით ერთობიან და ფეხბურთიც სწორედ ეს არის. დღეს ყველა დაცვაში თამაშობს, მთელი ეს ტაქტიკები...

ფეხბურთი კვდება და ჩვენ იღბლიანები ვართ, რომ „ბარსელონა“ გვყავს.

„ბარსა“ ამ ყველაფერს გვახსენებს...

თქვენ უყურებთ მსოფლიო ჩემპიონატს და სწორედ ამას ხედავთ. ფეხბურთი, რომლისგანაც სიამოვნებას ვიღებდით გაქრა“.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს „ბლაუგრანას“ ბენ-არფას შეძენა სურდა, თუმცა ფეხბურთელმა არჩევანი „პსჟ“-ს სასარგებლოდ გააკეთა. საბოლოოდ პარიზში 2 წელი ითამაშა და მხოლოდ 32 შეხვედრა ჩაატარა. ფრანგი ძირითადად თადარიგში რჩებოდა. როგორც ჩანს, ის თავის გადაწყვეტილებას ნანობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები