ის მოღალატეა! მარადონას „მსხვერპლი“ ამჯერად ინფანტინოა
Aa
Aa

ის მოღალატეა! მარადონას „მსხვერპლი“ ამჯერად ინფანტინოა

ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა, დიეგო არმანდო მარადონა კვლავ თავის სტიქიაშია. ამჯერად დიეგომ „ფიფას“ ახალი პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო გააკრიტიკა და მას მოღალატე უწოდა.

„ინფანტინო მოღალატეა და სასწრაფოდ უნდა დატოვოს თავისი პოსტი. ის არ იმსახურებს „ფიფას“ პრეზიდენტობას. ამერიკაში ჯერ კიდევ არ დაუხურავთ საქმე „ფიფას“ მიმართ. ის ყველაფერში ეხმარებოდა მიშელ პლატინის, იოზეფ ბლატერს და რათქმაუნდა მათი საქმიანობის შესახებაც ყველაფერი იცის. თუ ეს ასე არ არის, მაშინ ის სულელია ან ზედმეტად ბებერი. მისი ერთადერთი ნომერ პირველი მიზანი, მიშელ პლატინის დაცვა იქნება" - განაცხადა დიეგო მარადონამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები