Aa
Aa

ბატისტუტა: "ფიორენტინაში" სიამოვნებით დავბრუნდებოდი"

ფლორენციის „ფიორენტინას“ ლეგენდარული თავდამსხმელი, გაბრიელ ბატისტუტა კლუბში დაბრუნებას სიამოვნებით დათანხმდებოდა. მან ამის შესახებ პრესასთან საუბრისას განაცხადა. „ბატიგოლის“ თქმით, მისთვის ფლორენცია განსაკუთრებული ქალაქი, „ფიორენტინა“ კი განსაკუთრებული კლუბია.

„ფლორენციაში ხალხს ისე ვუყვარვარ, რომ ასეთ რამეს ვერასდროს წარმოვიდგენდი. იქიდან თითქმის 20 წლის წინ წავედი, თუმცა მათი სიყვარული ყველგან დამყვება. ანალოგიური გრძნობა მაქვს მეც და სიმართლე გითხრათ, მისი სიტყვებით ახსნა არ შემიძლია.

ამ ქალაქის გამო, მთელს მსოფლიოში პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რადგან სადაც არ უნდა ვიყო, ვიცი, რომ ფლორენციას წარმოვადგენ. რაც შეეხება იქ დაბრუნებას და „ფიორენტინაში“, რაიმე როლის მორგებას, ამაზე უარს ნამდვილად არ ვიტყდოდი“.

გაბრიელ ბატისტუტა „ფიორენტინას“ რიგებში 1991-2000 წლებში თამაშობდა და მასთან ერთად იტალიის თასი და სუპერ თასი მოიგო. „ბატიგოლს“ „ვიოლას“ მაისურით ოფიციალურ შეხვედრებში 207 გოლი აქვს გატანილი და კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირ კურტ ჰამრინს მხოლოდ 1 ბურთით ჩამორჩება. სამაგიეროდ, სერია A-ს ეგიდით გამართულ მატჩებში, 152 შედეგიანი დარტყმა აქვს შესრულებული, რაც იმავე ჰამრინის მაჩვენებელზე 1 ბურთით მეტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები