ბეილი:
Aa
Aa

ბეილი: "კრიშტიანუ შესანიშნავი ფეხბურთელია"

კრიშტიანუ რონალდუს მადრიდში ყოფნისას უცხოური გამოცემები აქტიურად იუწყებოდნენ კონფლიქტის შესახებ, რომელიც პორტუგალიელსა და გარეტ ბეილს შორის არსებობდა.

უელსელი ხშირ შემთხვევაში 34 წლის თავდამსხმელის ჩრდილქვეშ რჩებოდა და ტაბლოიდების მიხედვით ეს ფაქტი ძალიან აღიზიანებდა.

გავრცელებული ცნობების მიუხედავად ბეილმა რონალდუსთან დაპირისპირება არაერთხელ უარყო და BT Sport-თან საუბრისას იგივე გაიმეორა.

„კრიშტიანუ შესანიშნავი ფეხბურთელია და მასთან თამაშით დიდი სიამოვნება მივიღე“.

„რა თქმა უნდა მედიის წარმომადგენლები არარსებული პრობლემების გაბუქებას ცდილობდნენ. „სამეფო კლუბში“ ყოფნისას ჩვენ ერთმანეთს მშვენივრად ვუგებდით“.

„რონალდუ ბრწყინვალე მოთამაშეა, რომელმაც გუნდისთვის ბევრი რამ გააკეთა. კრიშტიანუმ „რეალის“ მაისურით უამრავი გოლი შეაგდო და წარმატებულ ასპარეზობას დღემდე აგრძელებს“.

ტრაგედია ფუტსალში - 28 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები