შვეიცარია თბილისში 3 მოთამაშის გარეშე ჩამოფრინდა
Aa
Aa

შვეიცარია თბილისში 3 მოთამაშის გარეშე ჩამოფრინდა

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები ''დინამო არენაზე'' შვეიცარიას უმასპინძლებს.შვეიცარიის ნაკრები თბილისში  შერდან შაჩირის, ჰარის სეფეროვიჩისა და ადმირ მეჰმედის გარეშე ჩამოფრინდა.

შვეიცარიის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ივონ მვოგო (ლაიფციგი), ჯიონას ომლინი (ბაზელი), იან ზომერი (გლადბახი)

მცველები: მანუელ აკანჯი (დორტმუნდი), ლორის ბენიტო (იანგ ბოიზი), ნიკო ელვედი (გლადბახი), ტიმ კლოზე (ნორვიჩი), მიხაელ ლანგი (გლადბახი), სტეფან ლიხტშტაინერი (არსენალი), რიკარდო როდრიგესი (მილანი), ფაბიან შერი (ნიუკასლი)

ნახევარმცველები: კრისტიან ფასნაჰტი (იანგ ბოიზი), რემო ფროილერი (ატალანტა), ჯიბრილ სოუ (იანგ ბოიზი), რენატო სტეფენი (ვოლფსბურგი), გრანიტ ჯაკა (არსენალი), დენის ზაკარია (გლადბახი), სტევენ ცუბერი (შტუტგარტი)

თავდამსხმელები: ბრილ ემბოლო (შალკე),  ალბიან აჯეტი (ბაზელი), მარიო გავრანოვიჩი (ზაგრების დინამო)

საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების დაპირისპირება 23 მარტს "დინამო არენაზე" გაიმართება. თბილისური მატჩის შემდეგ პეტკოვიჩის გუნდი დანიის ნაკრებს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები