ფაბიო:
Aa
Aa

ფაბიო: "რონალდუზე ამბობენ ეგოისტიაო, მაგრამ ეს სიმართლე ნამდვილად არაა"

"ტურინის იუვენტუსის" სუპერვარსკლავს, კრიშტიანუ რონალდუს, ხშირად ეგოისტ ფეხბურთელს უწოდებენ, თუმცა პორტუგალიელი შემტევის ყოფილი თანაგუნდელი სხვა აზრზეა.

ფაბიო და სილვამ, რომელიც რაფაელის ძმა გახლავთ და "მანჩესტერში" 6 წლის მანძილზე თამაშობდა, რონალდუს შესახებ ისაუბრა. ბრაზილიელმა "ოლდ ტრაფორდზე" გატარებული დრო გაიხსენა და განაცხადა: "მანჩესტერში მისვლის შემდეგ ყველა მშვენივრად გვეპყრობოდა. განსაკუთრებით დარენ ფლეტჩერი გამოირჩეოდა".

"რიო ფერდინანდმა და კრიშტიანუმაც დიდი დახმარება გაგვიწიეს. რონალდუ პორტუგალიურად საუბრობდა, ჩვენ კი ინგლისურად ერთი სიტყვაც არ ვიცოდით".

"რონალდუზე ამბობენ ეგოისტიაო, მაგრამ ეს სიმართლე ნამდვილად არაა. იგი როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა საჭირო რჩევებს რეგულარულად გვაძლევდა".

"ჩემი დებიუტი "ტოტენჰემთან" შედგა და კრიშტიანუს მხარდამხარ მომიწია თამაში. მან მთხოვა ჩვენს ნახევარზე რისკიანად არ მეთამაშა, რადგან შესაძლოა ჩემ დასახმარებლად უკან ჩამოსვლა ვერ მოესწრო".

"ამის შემდეგ ასეთი რამ მითხრა: "როცა მეტოქის ნახევარზე გადახვალ, რაც გინდა ის გააკეთე". მისმა სიტყვებმა ჩემზე დადებითად იმოქმედეს".

ასევე იხილეთ - გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის რეგულარული სეზონის MVP გახდა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები