Aa
Aa

"იუვენტუსი" რონალდუს დაპატიმრებას თავიდან აირიდებს - უარი ამერიკულ ტურნეს

„ტურინის იუვენტუსი“ ზაფხულში საერთაშორისო ჩემპიონთა თასის მატჩებს ა.შ.შ-ს ნაცვლად აზიაში გამართავს. 

New York Times-ის ინფორმაციით გათამაშების ორგანიზატორები კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ აღძრული საქმის გამო ყოყმანობენ, რომლის მიხედვითაც პორტუგალიელ ფეხბურთელს ბრალად კეტრინ მაიორგას გაუპატიურება ედება. 

ამერიკული გაზეთის ცნობით „ბიანკონერის“ ჩასვლა ადგილობრივი პრესის და მოსახლეობის მხრიდან არასასურველ კრიტიკას გამოიწვევს და ორგანიზატორები უარს სწორედ ამიტომ აცხადებენ. შესაბამისად „ბებერი ქალბატონი“ საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ეგიდით გასამართ ამხანაგურ შეხვედრებს ჩინეთში და სინგაპურში ჩაატარებს. 

საგულისხმოა რომ ორგანიზატორების პოზიციას "იუვენტუსიც" "იზიარებს". უბრალოდ ტურინელებს სხვა რაღაც აშინებთ. თუ რონალდუ ამერიკის შეერთებული შტატების მიწაზე ფეხს დაადგამს შესაძლოა დააკავონ და უარზე ამიტომ არიან.

„იუვეს“ წარმომადგენელმა New York Times-თან საუბრისას განაცხადა, რომ აზიაში ტურნეს გამართვა ტურინელთათვის ჩვეულებრივი მოვლენაა. თუმცა აღსანიშნავია, რომ „ბიანკონერიმ“ ბოლო რამდენიმე ზაფხული ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარა.

შეგახსენებთ, რომ კეტრინმა სარჩელი ნევადის შტატის სასამართლოში შეიტანა. რონალდუ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ინტიმური კავშირი ორმხრივი შეთანხმების შემდეგ შედგა.

ასევე იხილეთ - თურქმა ფეხბურთელმა ქომაგებს სასქესო ორგანო უჩვენა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები