სარი შესაძლოა უახლოეს დღეებში გაათავისუფლონ
Aa
Aa

სარი შესაძლოა უახლოეს დღეებში გაათავისუფლონ

მაურიციო სარის ლონდონური მომავალი ბურუსითაა მოცული. „ევერტონთან“ განცდილი მარცხის შემდეგ „არისტოკრატებმა“ მეოთხეადგილოსან „არსენალთან“ სხვაობის შემცირება ვერ მოახერხეს და „მეთოფეებს“ კვლავ სამი ქულით ჩამორჩებიან.

„ჩელსის“ სურს იტალიელი სპეციალისტი გუნდის თავკაცის პოსტზე სეზონის ბოლომდე დარჩეს, თუმცა ქომაგთა უკმაყოფილების გამო შესაძლოა გადაწყვეტილება შეცვალოს.

ლონდონელები სარის მემკვიდრედ სტივ ჰოლანდს განიხილავენ. ეს უკანასკნელი „ლურჯების“ თავკაცის ყოფილი ასისტენტია და ამჟამად ინგლისის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ „სტემფორდ ბრიჯის“ მკვიდრების მესვეურები ეჭვობენ, რომ ტრანსფერებთან დაკავშირებული სანქციის გამო სარის შემცვლელად მაღალი დონის სპეციალისტს ვერ დანიშნავენ.

ლონდონელებს ტრანსფერების განხორციელება ერთი წლის მანძილზე აქვთ აკრძალული. „ჩელსი“ შესაძლოა სერიოზულ კრიზისში აღმოჩნდეს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სავარაუდოდ ედენ აზარი კარიერას „რეალში“ გააგრძელებს.

ასევე იხილეთ - "Crystalbet ეროვნული ლიგის" მეოთხე ტურის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები