Aa
Aa

ლევანდოვსკი: „წარმოდგენა არ მაქვს ასე რატომ ვითამაშეთ“

„ალიანს არენაზე“ „ლივერპულთან“ წაგებული შეხვედრის შემდეგ „ბაიერნის“ თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, „რეკორდმაისტერის“ სათამაშო სტილი და ტაქტიკა გააკრიტიკა.

პოლონელმა ფეხბურთელმა საკუთარი მოსაზრება Viasport-სთვის მიცემულ ინტერვიუში დააფიქსირა და აღნიშნა: „თავიდანვე ვიცოდით, რომ წინ ურთულესი მატჩი გველოდა, მაგრამ ვფიქრობ ორივე შეხვედრაში ზედმეტად დაცვითი ფეხბურთი ვითამაშეთ. მოწინააღმდეგის ნახევარზე გადასვლა და სახიფათო მომენტების შექმნა არ გვიცდია. არც პირველ მატჩში და არც ახლა“.

„საკუთარ კედლებში ვასპარეზობდით, თუმცა არ გაგვირისკავს და მიმაჩნია, რომ „ლივერპულმა“ ჩვენი დამარცხება სწორედ ამიტომ მოახერხა. წარმოდგენა არ მაქვს ასე რატომ ვითამაშეთ“.

„რამდენჯერმე შეტევაში გადასვლა ვცადეთ, მაგრამ „ლივერპულის“ 4 ფეხბურთელის წინააღმდეგ „ბაიერნის“ 2 მოთამაშე რჩებოდა და ასეთ დროს რთულია რაიმე მოიმოქმედო“.

„დღეს ბევრი დუელის გამართვა მომიწია, რაც ადვილი არ ყოფილა, რადგან შეტევაში მარტო ვიყავი. მაღალი დონის 2-3 ფეხბურთელის წინააღმდეგ მარტო თამაში კი ძალიან ძნელია“.

ასევე იხილეთ - მარადონა: "რონალდუ ცხოველია"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები