მარადონა:
Aa
Aa

მარადონა: "რონალდუ ცხოველია"

ტურინის "იუვენტუსისა" და მადრიდის "ატლეტიკოს" მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებმა აზრი დიეგო მარადონას ჰკითხეს, რომელმაც, ტრადიციულად, გულახდილად ისაუბრა და კრიშტიანუ რონალდუ უცნაურად შეაქო.

"არიან ფეხბურთელები, რომელთაც თამაშში მაგიური ძალები ეხმარება. სიმართლე ისაა, რომ არგენტინელებს მესი გვიყვარს და მისით ვამაყობთ, მაგრამ რონალდუ უბრალოდ ცხოველია. მას განსაკუთრებული ძალები აქვს, თქვა, რომ 3 გოლის გატანა სჭირდებოდა და მართლაც 3 გოლი გაიტანა". - განაცხადა ლეგენდარულმა არგენტინელმა.

რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე მერვე ჰეთ-თრიქი მიითვალა და ამ მაჩვენებლით ლიონელ მესის გაუთანაბრდა. საინტერესოა ისიც, რომ მან უშუალოდ „ატლეტიკოს“ კარში ერთ მატჩში 3 გოლი მეოთხედ გაიტანა.

პორტუგალიელმა გუშინდელის მსგავსი რამ 2015-2016 წლების სეზონშიც გააკეთა, როცა „რეალმა“ სტუმრად „ვოლფსბურგთან“ 0:2 წააგო, განმეორებით თამაშში კი „სამეფო კლუბის“ ვარსკვლავმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და „ბლანკოსი“ შემდეგ ეტაპზე გავიდა. კრიშტიანუს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 124 გოლი მოუგროვდა.

ასევე იხილეთ - რონალდუმ ჰეთ-თრიქი და შემდეგ ეტაპზე გასვლა იწინასწარმეტყველა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები