როგორ აღნიშნეს
Aa
Aa

როგორ აღნიშნეს "მანჩესტერის" ქომაგებმა გამარჯვება

„მანჩესტერ იუნაიტედს“ მსოფლიოში საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. ოლე გუნარ სულშერის ბიჭებმა გუშინ შეუძლებელი შეძლეს, სტუმრად „პსჟ“ სასურველი ანგარიშით დაამარცხეს და ქომაგები გაახარეს.

„წითელი ეშმაკების“ წარმატება მისმა ფანატებმა დედამიწის მრავალ წერტილში აღნიშნეს.

კენიელი გულშემატკივრები, რომლებსაც ჯგუფიც კი აქვთ დაარსებული სახელად, United Diehards, ქუჩაში გამოვიდნენ და საყვარელი გუნდის წარმატება იზეიმეს.

„იუნაიტედის“ ინგლისელი და ფრანგი ქომაგები, რომლებმაც ბილეთების შეძენა ვერ მოახერხეს, პარიზის ბარებში იყვნენ შეკრებილები და გამარჯვებას ერთმანეთს ულოცავდნენ.

მონღოლეთში „წითელი ეშმაკების“ გულშემატკივრები დილით ადგნენ, რათა საყვარელი გუნდის თამაში ეხილათ.

დავუბრუნდეთ აფრიკას, „მანჩესტერის“ ფანატებმა „პსჟ“-ს დამარცხება ნიგერიაშიც იზეიმეს.

დაბოლოს, „იუნაიტედის“ ფეხბურთელებმა „პარკ დე ფრანსზე“ შეკრებილ ქომაგს მადლობა გადაუხადეს და გასახდელისკენ გაემართნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები