რუმენიგე: ალკანტარა გენიოსია
Aa
Aa

რუმენიგე: ალკანტარა გენიოსია

მიუნხენის „ბაიერნის“ მაღალჩინოსანმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ გუნდის ნახევარმცველ ტიაგო ალკანტარაზე კომენტარი გააკეთა. ლეგენდარულმა ყოფილმა ფეხბურთელმა ესპანელის მისამართით ქების სიტყვები არ დაიშურა. თითქმის 1 წლიანი უქმობის შემდეგ, ფეხბურთელი მოედანს გასულ უქმეებზე „დორტმუნდთან“ შეხვედრაში დაუბრუნდა და ბოლო 20 წუთი ითამაშა. ცოტა სათამაშო დროის მიუხედავად, წარმოშობით ბრაზილიელმა შუახაზელმა რუმენიგეს აღფრთოვანება მაინც მოახერხა.

„ტიაგოს ბურთთან განსხვავებული კონტაქტი აქვს. მე მასში გენიოსს ვხედავ. იმედი მაქვს, მისი ტრავმები წარსულს ჩაბარდება და სასურველ ფორმაში შესვლას შეძლებს.

ალკანტარა „ბარსელონადან“ „ბაიერნში“ 2013 წელს გადავიდა, თუმცა მძიმე ტრავმების გამო  მიუნხენელთა რიგებში მხოლოდ რამდენიმე მატჩის ჩატარება შეძლო.

ესპანელს იმედი აქვს, რომ ოთხშაბათს გერმანიის თასზე „ლევერკუზენთან“ შეხვედრაში უფრო მეტი დრო მიეცემა.

 

ალკანტარას „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2017 წლის ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები