ნადალი:
Aa
Aa

ნადალი: "კირგიოსი პუბლიკას, მოწინააღმდეგეს და საკუთარ თავს პატივს არ სცემს"

აკაპულკოს ტურნირის მერვედფინალში ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა, ნიკ კირგიოსმა, რაფა ნადალის წინააღმდეგ შესანიშნავად იასპარეზა და ესპანელი 3:6, 7:6(7-2), 7:6(8-6) დაამარცხა. ნადალს 10 ბრეიკპოინტი ჰქონდა და ფინალური სეტის ტაიბრეიკზე 6:3-ს იგებდა, თუმცა მოპოვებული უპირატესობის გამოყენება ვერ მოახერხა.

როგორც აღმოჩნდა ესპანელს მარცხი დიდად არ ესიამოვნა. მატჩის შემდეგ მან ESPN-თან ისაუბრა და განაცხადა: „კირგიოსი უნიჭიერესი ჩოგბურთელია. მას შეუძლია გრენდ სლემის ტურნირები მოიგოს და რეიტინგში წამყვანი პოზიციები დაიკავოს, თუმცა არსებობს მიზეზი რის გამოც ამას ვერ ახერხებს.

„იგი პუბლიკას, მოწინააღმდეგეს და საკუთარ თავს პატივს არ სცემს“.

კირგიოსის გამარჯვება არც ტრიბუნებზე მყოფ მაყურებელს გახარებია. შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ ნიკს უსტვინეს და საკუთარ ემოციებს მატჩის მიმდინარეობისასაც აქტიურად გამოხატავდნენ.

ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა შეხვედრის შემდეგ „ინსტაგრამზე“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ჯერ პიცის საჭმელად ემზადებოდა, შემდეგ კი კემერონ ნორის უთხრა, რომ გამარჯვება მოსალოდნელი გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ კირგიოსს ნადალის წინააღმდეგ 6 დაპირისპირება აქვს გამართული და წარმატებას მესამედ მიაღწია. ნიკის მომდევნო მეტოქე შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკა იქნება.

ასევე იხილეთ - ყველაფერი, რაც გასულ "ელ კლასიკოში" გამოგრჩათ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები