სენსაცია! ამის შემდეგ იბრაჰიმოვიჩს ევროპის ყველა წამყვან ჩემპიონატში ექნება ნათამაშები
Aa
Aa

სენსაცია! ამის შემდეგ იბრაჰიმოვიჩს ევროპის ყველა წამყვან ჩემპიონატში ექნება ნათამაშები

როგორც ბრიტანული გამოცემა „The Telegraph“ იუწყება, „პარი სენ ჟერმენისა“ და შვედეთის ნაკრების ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარიერა შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედში“ განაგრძოს.

აღნიშნული წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზლატანი მანჩესტერულ გამოწვევას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ „წითელ ეშმაკებს“ სათავეში ჟოზე მოურინიო ჩაუდგება. ამის ალბათობა კი საკმაოდ მაღალია.

შეგახსენებთ, რომ ადრე იბრაჰიმოვიჩსა და მოურინიოს ერთად მილანის „ინტერში“ უმუშავიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები