ფირმინომ შესაძლოა
Aa
Aa

ფირმინომ შესაძლოა "ბაიერნთან" მატჩი გამოტოვოს

დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის ყველაზე საინტერესო დაპირისპირება გაიმართება. „ენფილდზე“ იურგენ კლოპის „ლივერპული“ „მიუნხენის ბაიერნს“ შეერკინება.

„მერსისაიდელები“ შეხვედრას დანაკლისით ხვდებიან. „წითლებს“ განსაკუთრებით დაცვის ხაზში უჭირთ და მატჩის ჩატარება ვან დაიკი-ლოვრენის დუეტის გარეშე მოუწევთ.

ბრიტანული პრესის ინფორმაციით კლოპის კოლექტივს ახალი თავსატეხი გაუჩნდა. „ლივერპულის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რობერტო ფირმინომ, შეხვედრის წინ გამართული ბოლო ვარჯიში ვირუსის გამო გამოტოვა.

„ნისლიან ალბიონზე“ გავრცელებული ცნობების თანახმად ბრაზილიელის „ბაიერნთან“ თამაში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ფირმინოს არყოფნაში ძირითად შემადგენლობაში სავარაუდოდ დენიელ სტარიჯი იქნება

შეგახსენებთ, რომ საკადრო პრობლემები მიუნხენელებსაც აწუხებთ. ნიკო კოვაჩის ბიჭები ჟერომ ბოატენგის გარეშე იასპარეზებს. კინგსლი კომანის და არიენ რობენის თამაში კი საეჭვოა.

ასევე იხილეთ - მამუკა გორგოძე: "ეროვნული ნაკრების სახელით თამაში მომენატრა"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები