რიბერი იქნება, ბოატენგი არა
Aa
Aa

რიბერი იქნება, ბოატენგი არა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის ყველაზე საინტერესო შერკინება ხვალ გაიმართება. „ენფილდზე“ იურგენ კლოპის „ლივერპული“ გერმანიის მოქმედ ჩემპიონს, „ბაიერნს“, დაუპირისპირდება.

„რეკორდმაისტერი“ შეხვედრას აღმატებული განწყობით ხვდება. მიუნხენელებმა ბუნდესლიგის მიჯრით მეორე გამარჯვება მოიპოვეს. ამას ისიც დაემატა რომ „ენფილდზე“ თამაში „ბაიერნის“ ერთ-ერთ ლიდერს, ფრენკ რიბერისაც, შეეძლება. ფრანგ ნახევარმცველს ტრავმა აწუხებდა და „აუგსბურგთან“ მატჩში მოედანზე მხოლოდ ბოლო 26 წუთი გაატარა.

რიბერის არყოფნაში უკანასკნელ დაპირისპირებაში გარემარბების როლი კომანი-გნაბრის დუეტმა მოირგო. მათ შესანიშნავად იასპარეზეს, თუმცა კინგსლიმ კოჭი დაიზიანა და მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

„ლივერპულთან“ ჯახს დანამდვილებით გამოტოვებს „ბაიერნის“ ერთ-ერთი ლიდერი, ჟერომ ბოატენგი. მას კუჭ-ნაწლავის ინფექცია აწუხებს. რაც შეეხება არიენ რობენს, იგი განაცხადში შეიყვანეს, მაგრამ მისი თამაში საეჭვოა.

შეგახსენებთ, რომ „რეკორდმაისტერი“ მიულერისა და ტოლისოს გარეშე იასპარეზებს. გერმანელი დისკვალიფიკაციის გამო არ იქნება, ფრანგს კი მუხლის ტრავმა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები