Aa
Aa

კაფუ: "პსჟ"-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა ნეიმარის გარეშეც შეუძლია"

ტომაშ ტუხელის „პსჟ“ სეზონის სტარტზე ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ ფავორიტად განიხილებოდა. სიტუაცია „სტრასბურგთან“ გამართული სათასო დაპირისპირების შემდეგ შეიცვალა, სადაც პარიზელთა სუპერვარსკლავმა, ნეიმარმა, ტრავმა მიიღო.

საფეხბურთო სამყაროს დიდი ნაწილი თვლის, რომ ფრანგული კლუბი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე წარმატებას ვერ მიაღწევს, მაგრამ ლეგენდარული ბრაზილიელი მცველი, კაფუ, სხვა აზრზეა.

მსოფლიო ჩემპიონატის ორგზის ტრიუმფატორმა საკუთარი პოზიცია უცხოურ გამოცემებთან საუბრისას დააფიქსირა და განაცხადა: „დარჩენილი 16 გუნდიდან ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი ყველას გააჩნია. მნიშვნელობა არ აქვს სუპერვარსკლავის გარეშე ასპარეზობენ თუ არა“.

„ნეიმარი უმაღლესი დონის ფეხბურთელია და რა თქმა უნდა „პსჟ“-ს ძალიან დააკლდება. მიუხედავად ამისა პარიზელებმა პირველ შეხვედრაში, რომელიც სტუმრად ჩაატარეს შესანაშინავად იასპარეზეს. „მანჩესტერთან“ მიღწეული შედეგი ცხადყოფს, რომ მათ ფინალში გასვლა ნეიმარის გარეშეც შეუძლიათ. თუმცა ფაქტია, რომ ბრაზილიელთან ერთად „პსჟ“-ს ჩემპიონობის გაცილებით დიდი შანსი აქვს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები