ჭანტურიშვილის დებიუტი ჩეხეთში და ლოცვა მატჩის შემდეგ
Aa
Aa

ჭანტურიშვილის დებიუტი ჩეხეთში და ლოცვა მატჩის შემდეგ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ვახტანგ ჭანტურიშვილმა ჩეხურ ''ზლინში'' სადებიუტო მატჩი ჩაატარა. ''პრშიბრამმა'' შინ ''ზლინი'' 3:2 დაამარცხა. 25 წლის ქართველი გარემარბი თამაშში 75-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირებული იყო.

მატჩის დასრულების შემდეგ ვახტანგ ჭანტურიშვილი ლოცულობს

შეგახსენებთ, გასული სატრანსფერო ფანჯრისას ჭანტურიშვილი სლოვაკური ტრნავის ''სპარტაკიდან'' ჩეხურ კლუბში გადავიდა. ''ზლინმა'' მიმდინარე წელს მეორე ოფიციალური მატჩი ჩაატარა. ჭანტურიშვილმა ''სლოვაცკოსთან'' შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა. ''ზლინმა'' მიმდინარე წელს ორივე მატჩი წააგო და 16-გუნდიან ლიგაში 30 ქულით მე-6 ადგილზეა.

ჭანტურიშვილი კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს. მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში ჭანტურიშვილმა ტრნავის ''სპარტაკის'' მაისურით ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 6 მატჩი ჩაატარა და ზაგრების ''დინამოს'' ბრწყინვალე გოლი გაუტანა. გარდა ამისა ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მიიწვია და ერთა ლიგის ორ შეხვედრაში ათამაშა.

ფოტო: fcfastavzlin.cz

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები