ალეგრი:
Aa
Aa

ალეგრი: "მადრიდში გოლი უნდა გავიტანოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი გართულდება"

"ფროსინონეს" დამარცხების შემდეგ მასიმილიანო ალეგრიმ გუნდში არსებულ მდგომაროებაზე ისაუბრა.

"მედ მაქსი" "ატლეტიკოსთან" მოახლოებულ ჯახს და კიდევ რამდენიმე საინტერესო თემასაც შეეხო.

"გუნდი კარგ ფორმაშია. ეს იქნება რთული მატჩი ფიზიკურად ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ.

"ატლეტიკო" საკუთარ კედლებში ძალიან აგრესიულ ფეხბურთს თამაშობს. ეს არის გუნდი, რომელმაც ბოლო წლებში ევროპის მასშტაბით კარგ შედეგებს მიაღწია.

ამ ორრაუნდიან დაპირისპირებაში მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ორივე გუნდს თანაბარი შანსი აქვს.

პირველ რიგში რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს არის გოლი მადრიდში. თუ სტუმრად გავიტანთ, ამ ფაქტს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

2014 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სიმეონემ ალეგრი ორი მატჩის ჯამში 1:0 დაამარცხა

ჩვენი გუნდი ფიზიკური მომზადების მხრივ იზრდება. სეზონის პირველ ნახევარში ამ მხრივ მცირე პრობლემები გვქონდა, თუმცა ახლა სერია ა-ს მსგავსად ჩემპიონთა ლიგაზე ბოლომდე საბრძოლველად მზად ვართ.

თუ მადრიდში გოლის გატანას ვერ მოვახერხებთ, ასეთ შემთხვევაში ყველაფერი გართულდება".

ალეგრიმ საუბარი დიბალას შესახებ განაგრძო.

"პაულოს გამო მოხარული ვარ. მან შესანიშნავი გოლი გაიტანა, ფორვარდები სწორედ ამისთვის არსებობენ.

ჩვენ გვჭირდება მოთამაშე, რომელიც ხაზებს შორის იმოქმედებს, რადგან მიმდინარე სეზონში ორი ფორვარდით ვთამაშობთ. დიბალა სწორედ ასეთი მოთამაშე გახლავთ.

შესაძლოა ასეთმა სტილმა მას ბევრი გოლის გატანის საშუალება არ მისცეს, თუმცა ეს მის თამაშზე გავლენას ვერ მოახდენს".

"მედ მაქსმა" მაურო იკარდის შესაძლო შეძენაზე დასმულ კითხვასაც უპასუხა.

"ტრანსფერების შესახებ არაფერი ვიცი. ზაფხულში ზღვის სანაპიროზე დასვენებას ვგეგმავ და ახალი მოთამაშეების დამატებაზე კლუბი იზრუნებს.

იკარდი არის ფორვარდი, რომელსაც ბევრი გოლი გააქვს, თუმცა მისი შეფასებებისგან მე თავს შევიკავებ და ამას "ინტერის" მწვრთნელს ლუჩანო სპალეტის მივანდობ. მან უკეთ იცის".

იუვენტუსი - ფროსინონე 3:0

 

ასევე იხილეთ - კოვაჩი: "ასეთი შეცდომები "ლივერპულის" წინააღმდეგ არ უნდა დავუშვათ"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები