კვერკველია: ''ერთი ქართველი კარგია, ორი კიდევ უკეთესი''
18 წლის ქართველი ტალანტი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას მოსკოვის ''ლოკომოტივში'' გააგრძელებს. ინფორმაცია რუსეთის ჩემპიონის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა. ფეხბურთელმა რუსულ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.
მოსკოვის ''ლოკომოტივში'' საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი სოლომონ კვერკველია ასპარეზობს.
კვარაცხელიას რუსულ გუნდში გადასვლას სოლომონ კვერკველია ასე გამოეხმაურა: ''ერთი ქართველი კარგია, ორი კიდევ უკეთესი''
«Один грузин – хорошо, а два – ещё лучше!» ???????????? pic.twitter.com/XOtQp1lCKX
— ФК Локомотив (@fclokomotiv) February 15, 2019
გასული თვის მიწურულს რუსული კლუბის მთავარი მწვრთნელის, იური სიომინის განცხადებით მხარეებმა კონტრაქტი გააფორმეს. ინფორმაცია სიომინმა championat.com-თან საუბარში დაადასტურა.
ხვიჩა კვარაცხელია თბილისის ''დინამოს'' აღზრდილია. 2017 წელს ''დინამოს'' პირველ გუნდში 5 მატჩი ჩაატარა და ქობულეთის ''შუქურასთან'' გამარჯვების მომტანი გოლი შეაგდო.
გასულ წელს კვარაცხელია ''რუსთავში'' გამოდიოდა, ეროვნული ლიგის 21 შეხვედრაში 3 გოლი შეაგდო და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
შემტევი სტილის ნახევარმცველმა საქართველოს 17 წლამდე ნაკრების მაისურით 8 მატჩში 3 გოლი შეაგდო, ხოლო 19 წლამდე ნაკრების რიგებში ექვს შეხვედრაში თავი ერთხელ გამოიჩინა.
ფოტო: fclm.ru