ჰიონესი: „კლოპი „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნასთან ახლოს იყო“.
Aa
Aa

ჰიონესი: „კლოპი „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნასთან ახლოს იყო“.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის ყველაზე საინტერესო ორთაბრძოლა „ლივერპულსა“ და „ბაიერნს“ შორის შედგება. სამომავლო დაპირისპირებას ორივე გუნდის გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან. პირველი შეხვედრა 20 თებერვალს „ენფილდზე“ ჩატარდება.

„წითლებთან“ მატჩამდე იურგენ კლოპის შესახებ „ბაიერნის“ პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა ისაუბრა და განაცხადა, რომ გერმანელი სპეციალისტი „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნასთან ძალიან ახლოს იყო.

„პირადად მე იურგენ კლოპის მიმართ აღმატებული დამოკიდებულება მაქვს. რამდენიმე წლის წინ ჩვენ თანამშრომლობაზე შევთანხმდით, მაგრამ რატომღაც მის ნაცვლად იურგენ კლინსმანი გავიფორმეთ“.

„კლოპს და მის მიერ გაწეულ სამუშაოს დიდ პატივს ვცემ. წარმატების მიღწევა ორივე გუნდისთვის ურთულესი ამოცანა იქნება, თუმცა იმედი მაქვს მომდევნო ეტაპის საგზურს ჩვენ დავისაკუთრებთ“.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულის“ თავკაცის პოსტის დაკავებამდე იურგენი „დორტმუნდს“ წვრთნიდა და მასთან ერთად 2015 წელს ბუნდესლიგის ტრიუმფატორი გახდა.

ასევე იხილეთ - ხუან კინტეროს შესანიშნავი გოლი!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები